Accentnews.ge
კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი შეიცვალა -  ცერცვაძე განმარტავს, ვის შეამოწმებენ ვირუსზე

კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი შეიცვალა - ცერცვაძე განმარტავს, ვის შეამოწმებენ ვირუსზე

31/03/2020 19:54:24 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ექსპერტებისა და სპეციალისტის ჩართულობით ჯანდაცვის სამინისტროში შემდგარ გაფართოებული სხდოზე შეთანხმდნენ ახალ პროტოკოლზე, რომელიც მოქმედისგან პრინციპულად განსხვავდება. კერძოდ, როგორც ცერცვაძე განმარტავს, მოქმედმა პროტოკოლმა შეკავების ფაზაში ეფექტურად იმუშავა, თუმცა რადგან ახლა ინფიცირების წყაროების დადგენა ვეღარ ხერხდება, ცვლილებები გახდა საჭირო.

ინფორმაციისთვის: დღემდე მოქმედი პროტოკოლი გულისხმობდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, ვისაც ჰქონდა მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები და იყო მეორე აუცილებელი პირობა: უნდა ჰქონოდა რამე რისკის შემცველი ქცევა - უნდა ემოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი რისკის ქვეყანაში, მიეღო სტუმარი ამ ქვეყნებიდან, ან ყოფილიყო კონტაქტში ავადმყოფ პირთან. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ.

"ალგორითმში სამი პაკეტი შეიქმნა: პირველი დარჩა უცვლელი – ვინც აქამდე ექვემდებარებოდნენ, კვლავ დაექვემდებარებიან ტესტირებას, ამას დაემატა მეორე პაკეტი - უსიმპტომო პირები, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ, თუმცა არიან რისკის ქცევებით, მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები დღეს, მაგრამ ასახელებს, რომ იმოგზაურა იტალიაში ან უმასპინძლა იტალიელებს, ან იყო კონტაქტში ავადმყოფებთან.მესამე პაკეტი - ვინც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ან იმყოფებიან ბინაზე და ვისაც აქვს სიმპტომები, მაგრამ რისკფატქორები არ აქვს. ანუ ახველებს, აქვს ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურია და არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა," - განაცხადა ცერცვაძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ამასთან, მან იმ მოდელზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ გამოიყენებს. კერძოდ, უბნის ექიმთან ვიზიტები შესაძლოა, ინფექციის გავრცელების წყარო აღმოჩნდეს, ამიტომ ქვეყანაში შეიქმნება 25 "ცხელების ცენტრი", სადაც სპეციალურად გადამზადებული პერსონალი იმუშავებს. ამ მოდელის მიხედვით, პაციენტი დარეკავს ცხელ ხაზზე, რომელიც დაუკავშირდება 112-ს და პაციენტს გადაამისამართებენ ე.წ. ცხელების ცენტრში, სადაც მას სპეციალურად დატრენინგებული ექიმი გამოკითხავს:

"საქართველომ აირჩია მოდელი, რომელიც, მგონია, რომ ყველაზე ეფექტური იქნება: ყველა ქვეყნის გამოცდილებიდან იღებ საუკეთესოს. დარჩით სახლში, სანამ გექნებათ სიმპტომები - ესაა პირველი კომპონენტი, მაგრამ თუ გაგიჩნდებათ სიმპტომები, იმისგან დამოუკიდებლად, იყავით თუ არა მოგზაურობაში ან შეხება გქონდათ თუ არა ინფიცირებულებთან, მიმართეთ ექიმს, მაგრამ არა ყველა ექიმს. არამედ, დარეკეთ 112-ში და 112 გადაგამისამართებთ. საქართველოში იქმნება 25 ე.წ. ცხელების ცენტრი, სადაც იქნებიან მომზადებული სპეციალისტები, განსხვავებით იმ ათასობით ოჯახის ექიმისაგან, რომლებიც არ არის ამისთვის მზად. ეს 25 ცხელების ცენტრი და მისი პერსონალი იქნება დატრენინგებული, სპეციალურად მომზადებული,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფო და საავადმყოფო თბილისის ზღვაზე უკვე მზად არის ამ რეჟიმში სამუშაოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S