ინფორმაცია, თითქოს კალაძე მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადს დაუფარავს, სიმართლეს არ შეესაბამება
31/03/2020 13:00:57 საზოგადოება
ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მოსახლეობას მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს დაუფარავს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არის მცდარი ინფორმაცია“, – განუცხადეს „აქცენტს“ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომლის თანახმად, დედაქალაქის მერი მოსახლეობას მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს დაუფარავს.


