Accentnews.ge
"კორონავირუსით ინფიცირებული ერთ–ერთი ახალი პაციენტი 12 დღის წინ გურჯაანში დაკრძალვაზე იმყოფებოდა"

"კორონავირუსით ინფიცირებული ერთ–ერთი ახალი პაციენტი 12 დღის წინ გურჯაანში დაკრძალვაზე იმყოფებოდა"

31/03/2020 12:37:43 საზოგადოება

"კორონავირუსით ინფიცირებული ერთ–ერთი ახალი პაციენტი 12 დღის წინ გურჯაანში დაკრძალვაზე იმყოფებოდა", – ამის შესახებ საქართველოს "პირველ არხს" გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა კაპანაძემ განუცხადა.

„მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა არ ცხოვრობს გურჯაანში, ის სოფელში გასვენებაში იყო ჩამოსული და შეხება ჰქონდა ადგილობრივებთან. ჩვენს მიერ გამოკვლეულია ყველა ის პირი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა“, – განაცხადა მარინა კაპანაძემ.

მისი თქმით, ახალგაზრდა სოფელში 12 დღის წინ იმყოფებოდა.

„ეს ადამიანი 12 დღის წინ იმყოფებოდა გასვენებაში, სადაც 20, მაქსიმუმ 25 ადამიანი იყო. ყველა მათგანი მოკვლეულია და სათანადო გამოკვლევებიც ჩაუტარდათ, არც ერთს არ აღენიშნება საეჭვო სიმპტომები“, – აცხადებს კაპანაძე.

ეპიდემიოლოგის განმარტებით, ინფიცირებულთან უფრო ახლო კონტაქტში მყოფებს, პრევენციის მიზნით 20 დღის ვადით თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.

პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არის მოთავსებული.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 110 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S