Accentnews.ge
"აპრილის ბოლოსთვის გვექნება კონკრეტული პასუხი, როდის მივიღებთ ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო კარტრიჯებს"

"აპრილის ბოლოსთვის გვექნება კონკრეტული პასუხი, როდის მივიღებთ ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო კარტრიჯებს"

31/03/2020 09:53:49 საზოგადოება

"აპრილის ბოლოსთვის გვექნება კონკრეტული პასუხი, როდის მივიღებთ ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო კარტრიჯებს", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“ანტიგენზე დამყარებული 2000 სწრაფი ტესტი, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს იმისთვის, რომ ისევ PSR მეთოდით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას. ჩვენ დღეს გვექნება ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ზუსტად, რომელ კლინიკებში მოხდება ამ ტესტების გამოყენება. ასევე, არის 4000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხებს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე, თუმცა ამ ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება სწრაფი ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებას, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოლაპარაკებები ძირითადად მიმდინარეობს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან. ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო კარტრიჯების მისაღებად კი ქვეყანა, აღნიშნული კარტრიჯების ერთადერთი მწარმოებელი კომპანიისგან პასუხს აპრილის ბოლოს ელოდება:

„მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც სამხრეთ კორეასთან, ისე ჩინეთთან და გვპირდებიან ეტაპობრივად სწრაფი ტესტების მოწოდებას მოკლე ვადებში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სერიოზული მუშაობა „ცეფეიდთან“. „ცეფეიდის“ დასახელება შემიძლია, რადგან ის ცნობილია, რომ არის კარტრიჯების მწარმოებელი ერთადერთი კომპანია, რომელიც ემაყრება PSR ტექნოლოგიას და ეს კარტრიჯები გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადების შემთხვევაში. „ცეფეიდის“ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალი სარწმუნოებასა და სწრაფად შესრულებად ტესტირებაზე. ამდენად, ის მოლაპარაკება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს „ცეფეიდის“ სათაო ოფისთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით და დროულად დასრულდეს. ქვეყანა არის იმ სხვა ქვეყნებთან ერთად გარკვეული მოლოდინის რეჟიმში ანუ რიგია „ცეფეიდის“ კარტრიჯებზე და იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოსკენ უკვე გვექნება კონკრეტული თარიღი, თუ როდის მიიღებს ქვეყანა კარტრიჯებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტესტირების შესაძლებლობას ცხელების კლინიკებში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S