Accentnews.ge
პაატა იმნაძე: "განსაკუთრებული მადლობა სოფელ კაპანახჩის ექიმს"

პაატა იმნაძე: "განსაკუთრებული მადლობა სოფელ კაპანახჩის ექიმს"

31/03/2020 09:35:56 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ სოფელ კაპანახჩის ექიმს პერსონალურად მადლობა გადაუხადა.

პაატა იმნაძის თქმით, მან კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია დაავდებათა კონტროლის ვებ–გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძალიან კარგად იცოდა.

„მინდა, პერსონალურად მადლობა გადავუხადო სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის, სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა რა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე, რა არის შესაძლო შემთხვევა, მშვენივრად, თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის, რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებ–გვერდიდან, მე მისთვის პერსონალური ტერინინგი არ ჩამიტარებია. მაგრამ მან წაიკითხა, რა ეწერა ჩვენს ვებ–გვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა. ასევე, ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მაკა, რომლისთვისაც ასევე პერსონალური ტრეინინგი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ის, რაც იყო ჩვენთან, ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ასე იპოვნეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგ ჩვენ დავადგინეთ ისევ მათი დახმარებით, ძალიან ბევრი მათი კონტაქტი და ეს კონტაქტები იყო ათეულობით. ადამიანები, რომლებიც ეცნობიან ვებგვერდს, ყველა საჭირო ინფორმაცია არის მათთვის ხელმისავწდომი“ ,- განცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში 14:30 საათის მონაცემებით 110-მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S