Accentnews.ge
ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილების აკრძალვა ნებისმიერი ასაკის ბავშვსაც ეხება

ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილების აკრძალვა ნებისმიერი ასაკის ბავშვსაც ეხება

31/03/2020 09:10:55 საზოგადოება

ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილების აკრძალვა ნებისმიერი ასაკის ბავშვსაც ეხება.

როგორ „აქცენტს“ მთავრობის მიერ შექმნილ „ცხელ ხაზზე“ (144) განუცხადეს, ბავშვი ასაკის მიუხედავად, ერთ ადამიანად ჩაითვლება და იმ შემთხვევაში თუ მაგალითად, მშობლები ორ შვილთან (თუნდაც ჩვილი ტყუპები იყვნენ) ერთად იმოძრავებენ კერძო ავტომობილით, ეს საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევად ჩაითვლება.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ 3-კაციანი შეზღუდვა ბავშვებსაც ეხება:

"როდესაც ვსაუბრობთ, რომ სამ ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი"

ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი. დოკუმენტის მიხედვით, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე.

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. კარანტინს ემატება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს. ნებისმიერ დროს იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ჩერდება ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის – მეტრო. მსუბუქ ავტომობილებში დასაშვებია მხოლოდ სამი ადამიანი.

1. მოქალაქეებს კი ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.

2. კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით მათ შორის მეტროთი გადაადგილება.

3. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებუი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი.

4. მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით.

5. იკრძალება 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში.

6. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება ტრასპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება.

7. იკრძალება ქვეყნის მასშტაბით 3 პირზე მეტის შეკრება. ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანიცა მკაცრად უნდა იყოს დაცული.

8. აკრძალვები არ ეხება საწარმოებს და მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება.

9. მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისსა და გორში.

11. ნებისმიერი გადაადგილების დროს პირმა თან უნდა იქონიოს პირდაობის დამადასტურებული საბუთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S