Accentnews.ge
"ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან კრიტიკული პაციენტი გახდა კონტაქტური და დღის ბოლომდე შეიძლება, აპარატიდან მოიხსნას"

"ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან კრიტიკული პაციენტი გახდა კონტაქტური და დღის ბოლომდე შეიძლება, აპარატიდან მოიხსნას"

31/03/2020 08:08:05 საზოგადოება

"დღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან პაციენტთან, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, ომში მეტწილად გავიმარჯვეთ", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ახალი კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი.

„ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 2 პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს, 4 კი – თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული. 108 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S