საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა
31/03/2020 07:00:57 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 278 პირია.
საქართველოში კორონავურისით ინფიცირების 108 შემთხვევაა დადასტურებული.


