„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 4 მძიმე პაციენტიდან, ერთ–ერთზე შიეძლება ითქვას, რომ დასტაბილურდა“
31/03/2020 06:41:02 საზოგადოება
„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ერთ–ერთზე შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილურდა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ამ ეტაპზე ჩვენთან 31 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 4 არის მძიმე, საყურადღებო, მაგრამ ერთ–ერთზე შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილურდა. თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის მძიმე და კრიტიკული აღარ იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული. 108 ადამიანიდან 20 გამოჯანმრთელებულია.


