Accentnews.ge
ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებართვის მისაღებად კომპანიებმა მერიას განცხადებით უნდა მიმართონ

ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებართვის მისაღებად კომპანიებმა მერიას განცხადებით უნდა მიმართონ

30/03/2020 20:11:39 საზოგადოება

მათ, ვისაც სურს, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მოემსახურონ და თბილისის მასშტაბით სპეციალური რეგულარული გადაყვანა უზრუნველყონ, განცხადებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ,– ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გაიცემა.

ამასთან, აღნიშნულმა კომპანიამ მგზავრთა გადაყვანამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე, სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია უნდა უზრუნველყოს.

მომსახურებისა და სპეციალური რეგულარული გადაყვანის ნებართვა განცხადებას დართული მარშრუტების შესაბამისად მიეცემათ - სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციასთან დაკავშირებულ, ასევე, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენლებს.

თბილისის მერიისგან გადაადგილების ნებართვას ასევე მიიღებენ სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული კომპანიების, საქონლის/პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციის განმახორციელებელი ის კომპანიები, რომლებშიც საცალო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე; ნებართვის მისაღებად, მუნიციპალიტეტის მერიას პრესის ჯიხურების მომარაგებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც უნდა მიმართონ.

ამ საქმიანობების განხორციელების მიზნით, საჭირო პერსონალის M2 კატეგორიის ავტობუსით გადაყვანასთან დაკავშირებით, კომპანიებმა დოკუმენტაცია თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში უნდა წარადგინონ.

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S