Accentnews.ge
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

30/03/2020 19:35:07 საზოგადოება

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით (Covid-19) ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოში Covid-19–ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული. 103 ადამიანიდან 20 გამოჯანმრთელებულია.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. კარანტინს ემატება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს. ნებისმიერ დროს იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ჩერდება ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის – მეტრო. მსუბუქ ავტომობილებში დასაშვებია მხოლოდ სამი ადამიანი.

1. საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. მოქალაქეებს კი ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.

2. კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით მათ შორის მეტროთი გადაადგილება.

3. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებუი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი.

4. მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით.

5. იკრძალება 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში.

6. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება ტრასპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება.

7. იკრძალება ქვეყნის მასშტაბით 3 პირზე მეტის შეკრება. ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანიცა მკაცრად უნდა იყოს დაცული.

8. აკრძალვები არ ეხება საწარმოებს და მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება.

9. მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისსა და გორში.

11. ნებისმიერი გადაადგილების დროს პირმა თან უნდა იქონიოს პირდაობის დამადასტურებული საბუთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S