კორონავირუსით ბათუმის ინფექციურის მედდა დაავადდა
30/03/2020 18:12:33 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელზეც დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედდა,– ამის შესახებ "ტვ პირველი" იუწყება.
არხის ცნობით, მედდას შეხება ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ 72 წლის პაციენტთან. აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა.
ამ დროისვს ბათუმის ინფექციურში პაციენტები არ იმყოფებიან, მათ კლინიკა "მედალფასში" გადაიყვანენ, მათ შორის – მედდასაც.
"ჩემთან გადმოჰყავთ, მაგრამ ჯერ არ არიან გადმოყვანილები. ვიცი, რომ ერთ–ერთი ექთანია დაავადებული და ისიც გადმოჰყავთ",– განაცხადა ლევან ანთაძემ.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული.


