საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა
30/03/2020 18:00:54 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 103 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263 პირი.
103 ადამიანიდან 20 გამოჯანმრთელებულია.


