„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 2 კრიტიკულია“
30/03/2020 15:44:00 საზოგადოება
„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ამ ეტაპზე ჩვენთან 31 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 4 არის მძიმე, საყურადღებო, მათგან 2 კი – კრიტიკული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული. 100 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.


