"გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული"
30/03/2020 13:33:56 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში დაფიქსირდა სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა.
“გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული, და ეს გვაძლევს ყველა იმ სხვა მოცემულობასთან ერთად აუცილებელ, შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას”, – განაცხადა გახარიამ.


