საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება
30/03/2020 13:14:25 საზოგადოება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყველთაო კარანტინი ცხადდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, მოქალაქეებს კი ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.
"კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება", - განაცხადა გახარიამ.


