Accentnews.ge
"ბოლო ხუთი დღეა, მარნეულში ინფიცირებული ადამიანი არ გვყავს, ეს სასიხარულოა"

"ბოლო ხუთი დღეა, მარნეულში ინფიცირებული ადამიანი არ გვყავს, ეს სასიხარულოა"

30/03/2020 11:58:39 საზოგადოება

"ბოლო ხუთი დღეა, მარნეულში ინფიცირებული ადამიანი არ გვყავს, ეს სასიხარულოა", – ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა განაცხადა.

"მარნეულის მუნიციპალიტეტში დღემდე 83 000-მა ადამიანმა გაიარა თერმოსკრინინგი, მოქალაქეების შემოწმება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩვენ ინფიცირებული ადამიანი არ გვყავს მარნეულში. ეს არის სასიხარულო. მუშაობენ სტრუქტურები, რომლებიც აუცილებლად ყოველდღიურ რეჟიმში ხალხთან უნდა იყვნენ, მუშაობენ ძალიან კარგად და კოორდინირებულად. მიმდინარეობს სურსათისა და კვების პროდუქტების მომარაგება, შეჭირვებული ოჯახების დახმარება, რომლებიც ჩვენ გვყავს მარნეულში. ეს პროცესი ძალიან კარგად და დალაგებულად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. შევაჯამებდი ამ ფორმით, რომ ჩვენ დღეს ფაქტიურად პროცესი არ გაგვქცევია და ვაკონტროლებთ ყველაფერს“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტი სრულ კონტროლს ექვემდებარება:

„ვფიქრობთ, თუ ასე გაგრძელდა, ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. სოფელშიც და ქალაქშიც მივაღწიეთ იმას, რომ გარეთ ხალხის სიმცირე ნამდვილად იგრძნობა დღეს. მოვუწოდებ საზოგადოებას, დარჩნენ სახლში, გაითვალისწინონ მოთხოვნები, რომლებიც რეგულაციებით არის განსაზღვრული. მოსახლეობას მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია ყველა სოფელსა და ქალაქ მარნეულშიც“.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული. 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S