სუბარი: " ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომართვიანობის გაზრდას ველოდებით"
30/03/2020 06:46:04 საზოგადოება
საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი პირებისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა „პირველ არხთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომართვიანობის გაზრდას ელოდება და საჭიროების შემთხვევაში მათ დიაგნოსტირებას და ინფიცირებულთა მკურნალობას უზრუნველყოფს.
„აფხაზეთში კონტროლი პრაქტიკულად არ არსებობს, არ ვიცით იქ რა ვითარებაა და არც თვითონ იციან. ეს არის ყველაზე სახიფათო და ამიტომაც ყოველ წუთს ველოდებით, რომ იქიდან შეიძლება, ადამიანების საკმაოდ დიდი ნაკადი იყოს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ დაავადება ან უბრალოდ კონტროლს საჭიროებდნენ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა სუბარმა.
საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.


