"ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან და კონსულტაციებს იღებენ. პირდაპირ ვამბობ, სადღეისოდ ქართულ მოდელს სხვა არც ერთი არ სჯობს"
29/03/2020 18:15:43 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ქართულ მოდელს არც ერთი სჯობს.
როგორც მან „იმედის კვირის“ ეთერში, საქართველოს ყოველდღე უკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან – გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და კონსულტაციებს იღებენ.
"რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები. ზუგდიდში მყისიერი რეაგირება მოხდა. იტალიაში ან საფრანგეთში ასეთი შემთხვევა რომ მოხდა, იქ არავითარი რეაგირება არ ყოფილა და იმიტომ მოხდა ინფექციის გავრცელება. ზუგდიდში ერთი ავადმყოფი დაფიქსირდა, მართალია კონტაქტი არ იყო, მაგრამ საჭირო ზომები მყისიერად განხორციელდა. შესაძლოა, საჭიროზე ოდნავ მეტიც კი და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 91 შემთხვევაა დადასტურებული. 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 677 700–ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა 31 700–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, გამოჯანმრთელებულია 146 300–ზე მეტი.


