აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს
28/03/2020 11:08:18 საზოგადოება
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად გადასცემს. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა.. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ–ის საელჩოს ფეიქბუქ–გვერდზეა განთავსებული.


