Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა  რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

28/03/2020 06:41:03 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4641ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239 პირი.

ინფორმაციისთვის, 85 ადამიანიდან 14 გამოჯანმრთელებულია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას წინასწარი ინფორმაციით, მათ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალ პაციენტს სამსახურებრივად უცხოელებთან ჰქონდა შეხება.

“ეს პაციენტი დადასტურდა გუშინ და კვლევის პროცესშია, ალბათ ხვალ ან ზეგ მოგახსენებთ დეტალურად. მოგზაურობა არ არის, როგორც ჩემთვის ცნობილია, სამსახურებრივად აქვს ურთიერთობა უცხოელებთან, მაგრამ არასწორი ინფორმაცია რომ არ მოგაწოდოთ, ვცდილობ არ გითხრათ არაფერი, არ დავაკონკრეტო, რადგან ჩემთვის ეს მაინც უცნობია. წყარო კვლევაშია და ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებთ. ქალბატონი ავადმყოფობის გამო ბინაზე იმყოფებოდა და თუ ამას ჩავთვლით თვითიზოლაციად, კი ბატონო. ავად იყო რამდენიმე ხანი, ამიტომ ის საკუთარ სახლში იყო თვითიზოლაციაში”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S