Accentnews.ge
"ვეცადოთ, ისე მოვიქცეთ, რომ სახელმწიფო იძულებული არ გახდეს, კიდევ უფრო მეტი საკარანტინო ღონისძიება გაატაროს"

"ვეცადოთ, ისე მოვიქცეთ, რომ სახელმწიფო იძულებული არ გახდეს, კიდევ უფრო მეტი საკარანტინო ღონისძიება გაატაროს"

27/03/2020 19:05:12 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გამოცხადება მოქალაქეთა ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

"ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ეპიდსამსახურმა, მთავრობამ და ნებისმიერმა უწყებამ, თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში და მაქსიმალურად არ მოვერიდებით ერთმანეთთან კონტაქტს, ჩვენს ოჯახებსა და მთელს საზოგადოებას რისკის ქვეშ დავაყენებთ. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გამოცხადება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის ქცევაზე. ხშირად მესმის იაპონიაში ასე ხდებაო, კორეაში ასე ხდებაო. მათი მენტალიტეტი მკვეთრად განსხვავდება არათუ ჩვენი, არამედ სხვა ევროპელი ადამიანების მენტალიტეტისგან. მათთვის არც არის აუცილებელი, გამოცხადდეს საგანგებო ვითარება ან კარანტინი. კორეაში საერთოდ სირცხვილად ითვლება, რომ ავადმყოფი ადამიანი გამოჩნდეს საზოგადოებაში და ვინმეს გადასდოს დაავადება. ნუ შევედრებთ მათ. თითოეული ჩვენგანი, ვეცადოთ, მოვიქცეთ ისე, რომ სახელმწიფო იძულებული არ გახდეს, კიდევ უფრო მეტი საკარანტინო ღონისძიება გაატაროს ქვეყაბაში. ჯერ ამის საფუძველი არ ჩანს. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იქცევა შესაბამისად, მაგრამ, თუ შევატყობთ სიტუაციას, რომ მოქალაქეების რაღაც ნაწილი გააგრძელებს სამეგობრო თუ საახლობლო წრეში შეკრებას, თუ ახლა არ გავაკეთებთ იმას, რომ ეს თავად მაქსიმალურად აღვკვეთოთ, მაშინ სახელმწიფო იძულებული გახდება, ეს საკარანტინო ზომებით აღკვეთოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S