Accentnews.ge
უვნებელია თუ არა მარნეულისა და ბოლნისის პროდუქცია – კალანდაძის განმარტება

უვნებელია თუ არა მარნეულისა და ბოლნისის პროდუქცია – კალანდაძის განმარტება

27/03/2020 14:23:04 საზოგადოება

სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული ზომები მიღებული არაა, ვინაიდან მსგავსი პრაქტიკა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს.

მისივე თქმით, შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოები მუშაობენ, რომ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები დაცული იყოს. ამის შესახებ კალანდაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტის თქმით, მოქალაქეებს აინტერესებთ, რამდენად უვნებელია მარნეულიდან და ბოლნისიდან გამოტანილი პროდუქცია, რომელიც ხვდება დახლებზე, ვინაიდან ახალი ტიპის კორონავირუსი ვრცელდება საგნებითაც და ეს პროდუქტსაც ეხება და არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული ზომები მიღებული.

„რაიმე განსაკუთრებული ზომები არაა მიღებული. მსგავსი პრაქტიკა არ ყოფილა არც ერთი ქვეყანაში. ჩვენი სამსახურები, მაკონტროლებელი ორგანოები მუშაობას აგრძელებენ, რომ პროდუქცია დახლებზე შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმებში, სანიტარულ–ჰიგიენური პირობების დაცვით იყოს განთავსებული. კონტროლდება ის, რომ მომხმარებელი იცავდეს პირობებს. ძალიან კმაყოფლი ვარ ჩვენი მოსახლეობის – დაცულია დისტანცია და ბევრი ადამიანი ერთდროულად არ შედის მარკეტში. მარკეტის შესასვლელებში განათავსეს სადეზინფექციო ხსნარები, თავდახურული ურნები“,– განაცხადა კალანდაძემ.

ცნობისთვი: მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონებადაა გამოცხადებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S