Accentnews.ge
„მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალის პარამეტრები გაუმჯობესებულია“

„მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალის პარამეტრები გაუმჯობესებულია“

27/03/2020 14:30:28 საზოგადოება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული 13 პაციენტიდან, რომელთაც ახალი ტიპის კორონავირუსი უდასტურდებათ, მძიმე ორი პაციენტის მდგომარეობაა. მათაგნ ერთი 80 წლის ქალია, ხოლო მეორე –62 წლის – მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი პაციენტი.

ტურძელაძე განმარტავს, რომ 80 წლის პაციენტის მდგომარეობას თანმხლები დაავადებები ართულებს. რაც შეეხება მარნეულის შემთხვევას, რომელსაც მედიკოსები დაგვიანებულ შემთხვევად აფასებენ, მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება.

„მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალის პარამეტრები მცირედ გაუმჯობესებულია“,– აღნიშნა მან.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-ია, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S