Accentnews.ge
"სამეგობროში, ოჯახებში და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიაშიც დიდი შეკრებების დრო ახლა არ არის"

"სამეგობროში, ოჯახებში და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიაშიც დიდი შეკრებების დრო ახლა არ არის"

27/03/2020 10:00:11 საზოგადოება

"სამეგობროში, ოჯახებში და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიაშიც დიდი შეკრებების დრო ახლა არ არის" , – ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

"ჩვენ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, რომ რაც უფრო ნაკლები კონტაქტები გვექნება, ეს ეხება ყველას, მათ შორის ეკლესიასაც, სამეგობრო წრეებსაც, დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც. რაც გვაქვს შემთხვევები, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა და მერე გავრცელდა, ეს იყო ძირითადად ოჯახური კლასტერები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისკენ. არ არის დღეს არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიაშიც", – განაცხადა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S