"კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია"
27/03/2020 08:14:21 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპე სტაბილურია.
„იცით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული ქალბატონი, რომელიც დაახლოებით 22 კვირის ორსულია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბიულურია, იმყოფება გინეკოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- აღნიშნა ლეევან რატიანმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.


