Accentnews.ge
"კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა"

"კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა"

27/03/2020 08:01:53 საზოგადოება

"თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა", – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ ოთხი პაციენტიდან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ჯერ–ჯერობით ვერ ხდება. დანარჩენ სამთან გარკვეულწილად მიღებულია სტაბილიზირება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას. ჯერ–ჯერობით მაინც ვამბობთ, რომ ამ პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და დინამიურ მეთვალყურეობას და ანალიზს მოითხოვს“ ,- განაცხადა ერზუგბაიამ.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ხუთ ბავშვს, ეზუგბაია ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S