დმანისიდან და ბოლნისიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსზე ეჭვით ორი ჩვილი შეიყვანეს
27/03/2020 07:49:15 საზოგადოება
დმანისიდან და ბოლნისიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალ კორონავირუსზე ეჭვით ორი ჩვილი შეიყვანეს.
"ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე - 27-ზე. ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული", – განუცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელს".
კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა. მათ კორონავირუსზე ტესტი უკვე აუღეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.


