Accentnews.ge
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან უკვე გაწერეს

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან უკვე გაწერეს

27/03/2020 06:35:16 საზოგადოება

ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან უკვე გაწერეს. კლინიკის სამედიცინო მენეჯერის მაია ხელაძის განცხადებით, ჰოსპიტალში ამჟამად 3 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

"ორ პაციენტთან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მესამე შედარებით მძიმეა, თუმცა მცირედი დადებითი დინამიკა შეინიშნება", – განაცხადა მაია ხელაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S