საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა
27/03/2020 06:17:17 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორისაა 13 გამოჯანმრთელებული.
კარანტინის რეჟიმში 4505 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 257 ადამიანი გადის.


