ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა
27/03/2020 02:01:47 საზოგადოება
ქუთაისში არსებულ ლაბორატორიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფორისის გოჩა გიორგიძის თქმით, პაციენტი ქუთაისელი არ არის, ის კლინიკაში კარანტინიდან გადაიყვანეს.
მოქალაქეს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.


