თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1196 შემთხვევა დაფიქსირდა
26/03/2020 20:20:08 საზოგადოება
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ამდენად, ამ დროისთვის თურქეთში ჯამში 3629 ადამიანია ინფიცირებული.
ჯანდაცვის მინისტრისვე მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაავადებული 16 პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა.


