Accentnews.ge
"ახლა სახლებში 10-20–კაციანი სუფრები საჭირო არ არის, ეს ეპიდემია რომ დამთავრდება, მე დაგპატიჟებთ და ერთად ვიმხიარულოთ"

"ახლა სახლებში 10-20–კაციანი სუფრები საჭირო არ არის, ეს ეპიდემია რომ დამთავრდება, მე დაგპატიჟებთ და ერთად ვიმხიარულოთ"

26/03/2020 20:14:25 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს სოციალური დისტანცირების დაცვისკენ კიდევ ერთელ მოუოწოდებს.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გავახანგრძლივოთ კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჯერ კიდევ არ არის სრულად დაცული სოციალური დისტანციები. ზოგი იკრიბება ერთად. ახლა სახლებში 10-20– –კაციანი სუფრები არ არის საჭირო, გვიყვარს ქართველებს, კი, რა ჯობია... ეს ეპიდემია რომ დამთავრდება, მერე მე დაგპატიჟებთ და ერთად წავიდეთ სადმე სიამოვნებით, ვიმხიარულოთ, მაგრამ ახლა, თვენახევარი, ორი თვე, გავიჭირვოთ ყველამ, ვიყოთ იზოლირებულები, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე არ შემიძლია ახლა იზოლაციაში ყოფნა, საჭირო ვარ ჯერ, თორემ წავიდოდი მეც, კარგი სასტუმროებია საკარანტინო, მაგრამ არ შემიძლია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S