Accentnews.ge
"შეიძლება, ითქვას, რომ ერთადერთი ცხელი კერა – მარნეული ლოკალიზებულია, ახლა უფრო მეტია იმედი, რომ ეპიდემიის გავრცელება მართვადი იქნება"

"შეიძლება, ითქვას, რომ ერთადერთი ცხელი კერა – მარნეული ლოკალიზებულია, ახლა უფრო მეტია იმედი, რომ ეპიდემიის გავრცელება მართვადი იქნება"

26/03/2020 19:17:10 საზოგადოება

"შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში ერთადერთი ცხელი კერა – მარნეული ლოკალიზებულია, ახლა უფრო მეტია იმედი, რომ ეპიდემიის გავრცელება მართვადი იქნება", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს "პირველი არხის" საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მარნეულელი ქალბატონის შემთხვევამ დასაბამი მისცა ე.წ. მეოთხეულ გადაცემას და ქვეყნის შიგნით ეპიდემიის განვითარების საფრთხეს, მაგრამ "აქაც მყისიერად იმოქმედა საქართველოს მთავრობამ და ვერტიკალმა, რომლის ფუნქციაც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაა":

„79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი. ამაზე მეტის, უბრალოდ, არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს მდგომარეობა, რაც საქართველოს რუკაზე უჭირავს, იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი, რიგითი ექიმიდან და ეპიდემიოლოგიდან დაწყებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, კლინიკებით გაგრძელებული და განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრით დამთავრებული. ყველა საპასუხო ღონისძიება დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად განხორცილდა. მყისიერად მოქმედებამ უკვე გამოიღო შედეგი და შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში ჯერ–ჯერობით ერთადერთი ცხელი კერა ლოკალიზებულია. იყო საფრთხე, რომ ამას ინფექციის უმართავი გავრცელება შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მაგრამ ახლა უფრო მეტია იმედი, რომ ეპიდემიის გავრცელება იქნება, მაგრამ ეს იქნება მართვადი“.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოში მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების მატება.

"სამწუხაროდ, ალბათ, ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც იქნება, ვინაიდან ამას პრაქტიკულად, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა. ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, თავისი უზარმაზარი უარყოფითი შედეგებით – როგორც ეკონომიკური ზარალით, ისე ადამიანური მსხვერპლით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S