Accentnews.ge
"სავალდებულო ტექინსპექტირება გადადებული იქნება ყველა ავტომობილისთვის, მათ შორის ტაქსებისთვისაც"

"სავალდებულო ტექინსპექტირება გადადებული იქნება ყველა ავტომობილისთვის, მათ შორის ტაქსებისთვისაც"

26/03/2020 11:05:02 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, სავალდებულო ტექინსპექტირება გადადებული იქნება ყველა ავტომობილისთვის, მათ შორის ტაქსებისთვისაც.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებისთვის სავალდებული ინსპექტირებასთან ერთად ლიცენზიის მიღებაც დროებით იქნება შეჩერებული.

„საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ტექინსპექტირების თემა იყო გადადებული. თქვენ იცით, რომ ტაქსის ლიცენზიის აღება დაკავშირებულია ტექინსპექტირებასთან, შესაბამისად ლიცენზიის მიღება დროებით იქნება შეჩერებული და ის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ვალდებულება ჰქონდათ ტექინსპექტირების გავლის და თუ ამას არ შეასრულებდნენ ჯარიმას მიიღებდნენ, ესეც გადავადებული იქნება და არ ექნებათ პრობლემა. სავალდებულო ტექინსპექტირება გადადებულია ყველასთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S