Accentnews.ge
"რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი 7 სამხედროდან ცხელება არც ერთს არ აღენიშნება"

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი 7 სამხედროდან ცხელება არც ერთს არ აღენიშნება"

26/03/2020 10:28:32 საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 7 სამხედრო იმყოფება. როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, არც ერთს მათგანს ცხელება არ აღენიშნება.

„ამ დროისათვის შვიდი სამხედრო მოსამსახურეა გადმოყვანილი, ძირითადად ჯარისკაცები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართალია ჩვენთან შემოვიდნენ ცხელებით, მაგრამ ცხელება ამჟამად არც ერთს არ აღენიშნება და შესაძლებელია, მათი გატესტვაც მოხდეს სათანადო რეჟიმში. ამის შემდეგ გადაწყდება, სად წავლენ კარანტინში თუ სხვა დაწესებულებებში. მარნეულის ზონიდანაც გვყავს ჯარისკაცები, ერთი გვყავს დმანისიდან“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S