ხუთი ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს
26/03/2020 08:04:14 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში 25 მარტს შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს.
„მოყვანილია 5 ჯარისკაცი, მათგან 4–ს ტემპერატურა აღარ აქვთ. როცა მოვიდნენ წუხელ, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ცოტა ყელის ტკივილი. დღეს, ამ დილას მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული",– განაცხადა ექიმმა.
რაც შეეხება ცნობას, რომ ჯარისკაცები ოთხი დღის წინ მარნეულში იმყოფებოდნენ, ექიმის თქმით, ჯარისკაცები უშუალოდ საკარანტინო ზონაში არ ყოფილან.
"ისინი საკარანტინო ზონაში არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქიდან მოიყვანეს,“- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს.


