Accentnews.ge
GIP – გამოკითხულ ექსპერტთა 50% COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე დიდ გამოწვევად მოქალაქეთა დაუმორჩილებლობას ასახელებს

GIP – გამოკითხულ ექსპერტთა 50% COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე დიდ გამოწვევად მოქალაქეთა დაუმორჩილებლობას ასახელებს

26/03/2020 07:10:54 საზოგადოება

23-25 მარტს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) რიგით მე–11 ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. 40-მა ქართველმა და საერთაშორისო მკვლევარმა და პოლიტიკის ექსპერტმა უპასუხა შეკითხვებს ახლახანს გავრცელებული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს მზადყოფნასთან დაკავშირებით.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულ ექსპერტთა 50% COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე დიდ გამოწვევად მოქალაქეთა დაუმორჩილებლობას ასახელებენ.

„გამოკითხული ექსპერტების 50%-მა საქართველოსთვის ძირითად პრობლემად „მოქალაქეების დაუმორჩილებლობა“ მიიჩნია. შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა „ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაუმორჩილებლობა საგანგებო მდგომარეობის წესების მიმართ“ (32%). ექსპერტების 12% მიიჩნევს, რომ „მასობრივი ტესტირების არარსებობაა“ ძირითადი პრობლემა, ხოლო „საქართველოს მთავრობის არაეფექტიანობაქტურობა“ გამოწვევად რესპონდენტების მხოლოდ 6%-მა დაასახელა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ექსპერტებს ასევე სთხოვა დაესახელებინათ ის შემდგომი ნაბიჯები და ზომები, რომლებიც პრიორიტეტი უნდა გახდეს მთავრობისთვის. გამოკითხულთა 46%-ის აზრით, მთავრობამ ერთი კონკრეტული ზომის პრიორიტეტად ქცევის მაგივრად, თანაბრად უნდა მიმართოს ძალისხმევა სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად. რესპონდენტთა 27%-მა მიიჩნია, რომ „აგრესიული ტესტირების დაწყება“ უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი, 16%-ის აზრით, „დამატებითი სამედიცინო ინფრასტრუქტურის შეძენა (რესპირატორები, აღჭურვილობა)“ ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო 8%-მა კი მთავარ პრიორიტეტად „საველე საავადმყოფოების აშენება“ დაასახელა“, – ნათქვამია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობით, წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა გამოკითხა სპეციალისტები, მკვლევარები და ექსპერტები, რომლებიც მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან და მუშაობენ საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რესპონდენტების უმეტესობას არ აქვს ეპიდემოლოგიის ან ჯანდაცვის სფეროების კვლევის ან მათზე დაკვირვების გამოცდილება. გამოკითხული 40 ექსპერტიდან 20 არის ქართველი, ხოლო დანარჩენი 20 - უცხოელი. რესპონდენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ისინი „სრულად“ ან „ნაწილობრივ“ არიან ინფორმირებული საქართველოში COVID-19-ის გავრცელებისა და მის წინააღმდეგ მიღებული პოლიტიკური ზომების შესახებ.

იხილეთ სრულად: gip.ge

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S