ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
25/03/2020 17:55:18 საზოგადოება
"ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი. მას უკვე დაუდგინდა ახალი კორონავირუსი", - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის Facebook-ში საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ამერიკაში მოღვაწე დეკანოზს სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა. ის ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში მსახურობს.


