Accentnews.ge
კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

25/03/2020 17:20:03 საზოგადოება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

"მოქალაქე საავადმყოფოში სარფის საბაჟოდან თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ გადაიყვანეს. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში ექვსი პირია მოთავსებული", – განაცხადა მიქელაძემ.

ბათუმში კორონავირუსი სულ 8 პირს დაუდგინდა. მათგან ორი ავსტრიის მოქალაქეა, რომლებმაც საქართველო სპეცრეისით უკვე დატოვეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული. 75 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S