საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა
25/03/2020 16:52:24 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.
75 ინფიცირებულიდან 10 გამოჯანმრთელებულია.


