"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 3 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა"
25/03/2020 15:45:10 საზოგადოება
"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 3 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა", – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„დილის შემდეგ ჯერ–ჯერობით მონაცემები არ შეცვლილა. დადასტურებულია 73 შემთხვევა, აქედან 32 ჩვენს ცენტრში აგრძელებს მკურნალობას, გაწერილია 10 პირი. დილის მონაცემებით 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტირება და ახალ პაციენტებთან ყველასთან პასუხი იყო უარყოფითი. ასევე უარყოფითია სამი ძველი პაციენტის პირველადი ტესტირება, ანუ გამოჯანმრთელებისთვის ჩატარებული ტესტირება. რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მყოფი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, 3 პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


