ჩინეთის მიერ ნაჩუქარი 420 000 აშშ დოლარის ღირებულების სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია
25/03/2020 15:09:53 საზოგადოება
ჩინეთის მიერ ნაჩუქარი 420 000 აშშ დოლარის ღირებულების სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.
„სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია“, – წერს არჩილ კალანდია.


ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.


