რა აჩვენა მარნეულში სამედიცინო შემოწმებამ – სოზარ სუბარის განმარტება
25/03/2020 12:37:42 საზოგადოება
პრემიერ–მინისტრის მრჩევლის რეგიონულ საკითხები სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დროისთვის მარნეულსა და ბოლნისში ვირუსის გავრცელების საფრთხის კუთხით "ვითარება დამაიმედებელია". სუბარი ეყრდნობა მარნეულში მედიკოსების მიერ წარმოებულ შემოწმებას.
მისი თქმით, მხოლოდ 25 პირს აღმოაჩნდა ტემპერატურა, მათგან ორს– მაღალი, თუმცა ერთს ანგინა დაუდასტურდა და შინ გაუშვეს, ხოლო მეორეს მაღალი ალბათობით კორონავირუსული ინფექცია არ აქვს.
გარდა ამისა, როგორც სუბარი ამბობს, რამდენიმე უცხოელ მძღოლს, რომლებიც ტრანზიტული გზით მოძრაობდნენ, აღნინებოდათ მაალი ტენპერატურა, თუმცა კოროავირუსი ამ შემთხვევაშიც გამოირიცხა.
„ქალბატონის ოჯახის ოთხს წევრს, რომლის გამოც კარანტინი გამოცხადდა, დაუდასტურდა კოროავურუსი. დანარჩენ 50 კონტაქტი, რომელიც სახიფათო იყო, ამ ვირუსით დაინფიირებული არ არიან, დანარჩენები ხვალ დადგინდება [100–მდე კონტაქტია დაფიქსირებული]. გუშინ არაკონტაქტური თერმომეტრების პრობლემა იყო, ამიტომ ტრადიციული მეთოდით ხდებოდა 20 000 ადამიანის შემოწმება. დღეს უკონტაქტო თერმომეტრები დაემატა, ხვალ კიდევ დაემატება და 2–3 დღეში მთელი მუნიციპალიტეტი იქნება პირველადად შემოწმებული. დღეს შემოწმების ეპიცენტრი მარნეული იყო, ხვალ სოფელი ნახიდური იქნება, სადაც ქალბატონი წლისთავზე იმყოფებოდა. ამდენად, ვფიქრობ, რომ საფრთხის გავრცელების არეალი ნელ–ნელა ვიწროვდება“,– განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


