Accentnews.ge
საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ხელმძღვანელი: "StopCov ფონდში 18 000 ლარს შევიტანთ და ჟურნალისტებს პირბადეებს გადავცემთ"

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ხელმძღვანელი: "StopCov ფონდში 18 000 ლარს შევიტანთ და ჟურნალისტებს პირბადეებს გადავცემთ"

25/03/2020 11:25:32 საზოგადოება

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატა, მისი წევრი კომპანიები და “ისრაელის სახლი” საქართველოში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ StopCov-ის ფონდში 18 000 ლარს შეიტანენ და ქართველ ჟურნალისტებს ისრაელში შეძენილ მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეებს გადასცემენ.

“ებრაულად 18 სიცოცხლის სიმბოლოა და გვჯერა, ეს შემოწირულობაც სიცოცხლის გადასარჩენად შეტანილი მოკრძალებული წვლილი იქნება”, – ნათქვამია საქართველო-ისრაელის ბიზნეს–პალატის ხელმძღვანელის იციკ მოშეს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი “ემ სი აი პროჯექტი” და „ისრაელის სახლი“ 30-მდე თანამშრომელს, რომელიც მუშაობის ონლაინრეჟიმზეა გადასული, ხელფასებს შეუნარჩუნებს და კადრების შემცირება არ იგეგმება. ასევე, ყველა თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევას ებრაული კომპანიები უზრუნველჰყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S