ენდელაძე: „კიდევ ველოდებით პაციენტების გაწერას“
25/03/2020 11:21:37 საზოგადოება
უახლოეს დღეებში საავადმყოფოს ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მრინე ენდელაძემ განაცხადა.
„10 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. მათ შორის იყვნე მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და ერთ–ერთი იყო მძიმე პაციენტი. ყველაზე მეტად სასიხარულო სწორედ მძიმე პაციენტის გამოჯანმრთელება იყო. ვთვლით, რომ ამ პაციენტთან გავიმარჯვეთ, რადგან მძიმე იყო და გადავრჩით ყველანაირ გართულებას.
ამ დღეებში კიდე ველოდებით ადრე შემოსული პაციენტების გაწერას. მალე ისინიც გაეწერებინიან კლინიკიდან. კლინიკურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში არიან“,– განაცხადა ენდელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


