ექიმი: "მარნეულიდან გადმოყვანილი ჩვილი მართვით სუნთქვაზეა, პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო"
25/03/2020 11:13:10 საზოგადოება
"მარნეულიდან გადმოყვანილი ჩვილი მართვით სუნთქვაზეა, პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო", – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
„პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო. მას აქვს მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი და ჩვეულებრივად, რეანიმაცია კეთდება, როგორც ეს ახალშობილ ჩვილებშია გათვალისწინებული პროტოკოლით. რესპირატორული დისტრესსინდომი უფრო რთულია, ვიდრე ფილტვების ანთება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში .
მისივე თქმით, ჩვილს ტესტი კორონავირუსზე უკვე აუღეს და პასუხი დღეს გვიან საღამოს გახდება ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.


