Accentnews.ge
სოზარ სუბარი: „კვლევები გვაჩვენებს, რომ ვირუსი შორს არაა გასული“

სოზარ სუბარი: „კვლევები გვაჩვენებს, რომ ვირუსი შორს არაა გასული“

25/03/2020 09:15:09 საზოგადოება

პრემიერ–ნინისტრის მრჩევლის რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება შორს არაა გასული.

„კარანტინი გამოიწვია იმან, რომ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც წყარო ჯერ ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის და ამიტომ არ ვიცოდით, გავრცელების არეალი რა შეიძლება, ყოფილიყო. დღეს დაახლოებით ცნობილია ის არეალი, სადაც უნდა ვეძებოთ სავარაუდო დაინფიცირებულები და როცა საბოლოო სურათი გვეცოდინება, შესაძლებელი იქნება მსჯელობა, რომ საგანგაშო იქ არაფერი არაა. 4 ადამიანი აღმოჩნდა დაინფიცირებული – ქალბატონის ოჯახის წევრები. რამდენად შორსაა გასული, ჯერჯერობით კვლევები გვაჩვენებს, რომ შორს ნამდვილად არაა გასული.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელება არ უკავშირდება ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს.

ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისში 20 000–მდე მოქალაქე სემოწმდა და მათგან ტემპერტურა მხოლოდ 25–ს აღმოაჩნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევა ფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S