Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მინიმალური ასაკი 2 წელია, მაქსიმალური – 82 წელი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მინიმალური ასაკი 2 წელია, მაქსიმალური – 82 წელი

25/03/2020 08:51:44 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 37 წელია, მაქსიმალური – 82, ხოლო მინიმალური – 2 წელი,– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ სამ შემთხვევას, იმნაძის თქმით, ერთი საფრაგეთს უკავშირდება, ხოლო ორი – აშშ–ს, თუმცა ისინი არ არიან ცნობილი დიდი კლასტერების წარმომადგენლები.

„თითოეული მათგანის ისტორია ცნობილია“,– დასძინა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. ცნობილია, რომ მარნეულიდან თბილისში კორონავირუსზე ეჭვით ცხრა დღის ბავშვი გადაიყვანეს. მისი ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S