Accentnews.ge
ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსის სიმპტომებით მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსის სიმპტომებით მამაკაცი შეიყვანეს

25/03/2020 08:23:42 საზოგადოება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით 67 წლის მამაკაცი შეიყვანეს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მამაკაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნება.

პაციენტს სინჯები აუღეს, რომელიც კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. ანალიზის პასუხი სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, მამაკაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა, ის აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

რეგიონში თვითიზოლაციაში 401 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი – 86.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S